19 აპრილი 2012 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2260_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 19 აპრილს მაღალმთიან აჭარაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ წაბლანაში დატრიალებული ტრაგედია გაიხსენეს და 6 მაისის პარკში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 23 წლის წინ სტიქიურ უბედურებას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.