პროექტის "გახდი მენეჯერი სათამაშო მაგიდასთან" წარდგინება გაიმართა

სურათისტუდენტებმა პროექტის "გახდი მენეჯერი სათამაშო მაგიდასთან" პრეზენტაცია გამართეს. პროექტი ბიზნეს-ეკონომიკური, ინტელექტუალური თამაშის ჩატარებას ითვალისწინებს და საბანკო, საფინანსო, სადაზღვევო საქმის, საბუღალტრო საგადასახადო საქმის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს გამოცდილების მიღებაში დაეხმარება. თამაში “მენეჯერი” მოიცავს ვაჭრობას, საქმიანობის დაგეგმვას, უძრავი ქონების მართვას, განკარგვას, სტრატეგიული ხედვის განვითარებას, კონკურენტებთან ურთიერთობას და საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ სხვა ელემენტებს. რვადღიანი ტურნირი 2 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა