რექტორის საპასუხო ვიზიტი გერმანიასა და სლოვენიაში

სურათისაპასუხო ვიზიტით უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე იულიხის სამეცნიერო ცენტრსა და ლიუბლიანას უნივერსიტეტს ეწვია. ხუთი დღის განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლის პირველი პირი სლოვენიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის, ფარმაციის ფაკულტეტისა და გერმანიის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის წარმომდგენლებს შეხვდა. 13-17 აგვისტოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, აგრარული მეცნიერებების ათი მიმართულებით საზაფხულო სკოლა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მიღება სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებსაც შეეძლებათ. გერმანიის კვლევით ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობა მემორანდუმით განისაზღვრება, რომელსაც ზაფხულში მოეწერება ხელი. 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისში ქიმიის სპეციალობის მაგისტრანტი ლიუბლიანას უნივერსიტეტში გაემგზავრება სასწავლო კურსის გასავლელად.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა