5 ივნისი 2012 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2306_1_s.jpg)
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა ვორქ-შოპი თემაზე: „ჩვენი გარემო ჩვენს ხელშია“. ღონისძიებაში მომავალ ბიოლოგებთან ერთად ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა მოხსენებები გარემოსდაცვის პრობლემებზე, ზღვისპირა აჭარის იშვიათ მცენარეებზე, ცხოვრლებსა და მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების საკითხებზე წარმოადგინეს. ვორქ-შოპი ბიოლოგიის დეპარტამენტის, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ბიომრავალფეროვნების კლუბისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.