თანამშრომლობის კლუბი ,,სკოლა-უნივერსიტეტი” დაფუძნდა

სურათიდაფუძნდა სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველისა სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბი ,,სკოლა-უნივერსიტეტი”. კლუბი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლის დაახლოებას, სამეცნიერო მუშაობის სწავლებას, შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, საგანმანათლებლო პროექტების მომზადებას, კულტურული ღონისიეძებების ჩატარებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში რეფორმირების პროცესს, გააღრმავებს სტუდენტთა პრაქტიკულ გამოცდილებას და გაზრდის მასწავლებელთა სერტიფიცირების ხარისხს. თანამშრომლობის კლუბი განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით შეიქმნა და მასში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება. ,,სკოლა-უნივერსიტეტის” პრეზენტაცია კერძო სკოლის „ნიკეს“ მოსწავლეების მიერ მომზადებული თეატრალიზებული წარმოდგენით - „ვაჰ, დრონი, დრონი!“ დასრულდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა