შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო საგრანტო კონკურსების პრეზენტაცია

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო საგრანტო კონკურსების წარდგინება გაიმართა. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა სულხან სისაურმა და ფონდის წარმომადგენლებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო ცენტრის მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საგრანტო კონკურსებში შეტანილი ცვლილებები და განხორციელების პირობები გააცნეს. ასევე ისაუბრეს მსხვილბიუჯეტიანი სამეცნიერო საგრანტო პროექტების მიზნებსა და ამოცანებზე. ფონდის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე სრული ინფორმაცია წარმოადგინეს ისეთ მნიშვნელოვან კონკურსებზე, როგორიცაა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები ფუნდამენტური კვლევებისათვის, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები გამოყენებითი კვლევებისათვის, ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებთან ერთად და პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა