ნახჭევანის უნივერსიტეტის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი

სურათისაპასუხო ვიზიტით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნახჭევანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯაფაროვ ჰამზა რზა და სოციალური რეგულირებისა და ტურიზმის კათედრის გამგე ხაფიზ ხუსეინოვი სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს, დეკანებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს გაეცნობიან და აჭარის მაღალმთიან რაიონებს ეწვევიან. ნახჭევანის უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების, ტურიზმის, არქეოლოგიის მიმართულების 9 სტუდენტი ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო პრაქტიკას გაივლის.

27 - 28 ივლისს, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვასილ ტალიბოვის მეთაურობით, ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნახჭევანის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს თემაზე: „ნახჭევანი: ძველი ქალაქი და Duz Dag (მარილიანი მთა)“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახლმწიფო უნივერსიტეტის 3 პროფესორი. სექტემბრიდან, ერთი სემესტრის განმავლობაში ინგლისური, ფრანგული, გერმანული და თურქული ენის სპეციალობის სტუდენტები ნახჭევანის უნივერსიტეტში სასწავლო კურსს გაივლიან.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა