ამერიკული დღეები უნივერსიტეტში

სურათიამერიკული დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული „Noir“-ის ჟანრის ფილმის "ლოსანჯელესის საიდუმლოებანის" ჩვენებით დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში, ფილმების ჩვენების პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის 20 წლისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება გაიმართება. ამერიკის საელჩო საქართველოში აჭარის ხელოვნების მუზეუმში XVIII – XIX საუკუნეების ამერიკული ფოტოგრაფიის გამოფენას მოაწყობს, ხოლო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ამერიკელი პიანისტის რომან რუდენიცკის კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა