უნივერსიტეტმა TEMPUS-ის 8 და Erasmus Mundus-ის 3 პროექტი მოიპოვა

სურათიევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS-ის 8 და Erasmus Mundus-ის 3 საგრანტო პროექტი მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. პროექტები ახალი სასწავლო წლიდან სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებას, სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას და ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. პროგრამები ასევე ითვალისწინებს საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, გამოცდილების გაზიარებას და უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზებას.

TEMPUS-ის პროექტები:

“სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისი”.
“ინტეგრირებული უნივერსიტეტის მართვის სისტემა: ევროკავშირის გამოცდილება დსთ-ს ქვეყნებში”.
“საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში უმაღლესი ინჟინერიის განათლების მოდერნიზება ტექნოლოგიური ამოცანების გადასაჭრელად”.
“დისტანციურ საინჟინერო და ვირტუალურ მოწყობილობებზე დაფუძნებული სამეწარმეო თანამშრომლობა და შემოქმედებითი საინჟინრო განათლება”.
“უმაღლესი განათლების მართვის სამაგისტრო პროგრამა: საგანმანათლებლო ტრანსფორმაციის მართვის ლიდერების ჩამოყალიბება”.
“საზოგადოებასთან ხელმისაწვდომობა ინდივიდუალური მოთხოვნების მქონე ადამიანებისათვის”.
“მდგრადი ტურიზმის მართვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის ახალი მოდულების განვითარება”.
“სტუდენტთა კარიერული ზრდის სამსახურის განვითარება საქართველოში”.

Erasmus Mundus-ის პროექტები:

“Erasmus Mundus მოქმედება 2 პარტნიორობა EUROEAST”-ი.

„დსთ-ს ქვეყნებში სწავლების გაუმჯობესება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებულ აქტივობების საშუალებით“.

„მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა“.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა