“ვაშენოთ უკეთესი მსოფლიო ახალგაზრდებთან პარტნიორობით”

სურათიახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა. სლოგანით „ვაშენოთ უკეთესი მსოფლიო ახალგაზრდებთან პარტნიორობით“ კულტურული და სპორტული აქციები გაიმართა თემებზე: ახალგაზრდები სიღარიბისა და აივ/შიდსის წინააღმდეგ, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და მშვიდობა. ოჯახში ძალადობის პრობლემებს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ფილმი ”ძალადობა არ აგვარებს პრობლემებს” და პოსტერების გამოფენა. ახალგაზრდებმა შიდსის პრევენციის საკითხებზე ნახატების კონკურსი ჩაატარეს, ხოლო თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებას პროტესტი ველომარათონით, ფლეშმობითა და პლაჟის ფეხბურთის შეჯიბრით გამოუცხადეს. სტუდენტებმა თოჯინურ წყვილთან, ნიკასთან და ნუცასთან ერთად ბათუმის ქუჩებში ადილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს ბროშურები დაურიგეს.

აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა ღონისძიებათა მონაწილეებს საინფორმაციო შეხვედრას გაუმართეს და დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ცაში სანთლის ფარნების გაშვებით დასრულდა, სტუდენტებმა გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და მისი პარტნიორების – საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა Don’t Worry, Be Healthy-ს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახლემწიფო უნივერსიტეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის, ბათუმის მერიის, კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციის (CSMA), საქართველოს ახალგაზრდობის განვითარებისა და განათლების ასოციაციის (GYDEA) ორგანიზებით აღინიშნა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა