უნივერსიტეტში პროფესორ ვლადიმერ ბალაძის 60 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი60 წელი შეუსრულდა მათემატიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს ვლადიმერ ბალაძეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საიუბილეო სხდომაზე რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ დუდუჩავამ, პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. კოლეგებმა იუბილარს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ვლადიმერ ბალაძე ქართული ტოპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლია. მის შრომებში ჩამოყალიბდა ტოპოლოგიის ახალი მიმართულებები: ტოპოლოგიურ სივრცეთა კლასის მოდულით განზომილების თეორია, საკუთრივი შეიპური თეორია, ფიბრაციული შეიპური თეორია, პრეკომპაქტური შეიპური თეორია და კოშეიპური თეორია. მკვლევარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარების საქმეში, რითაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა არა მარტო ქართულ, არამედ უცხოეთის სამეცნიერო წრეებშიც. ამის დასტურია მეცნიერის მიერ გამოქვეყნებული ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი.
ვლადიმერ ბალაძემ თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურის (აკადემიკოს გ.ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით) დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე და საინტერესო სამეცნიერო გზა განვლო ასისტენტობიდან პროფესორობამდე.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის პარალელურად 15 წლის განმავლობაში შეთავსებით მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტში, რომელსაც ცხოვრება მთლიანად 2005 წლიდან დაუკავშირა. იყო რექტორის მოადგილე, რექტორი და ზრუნავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის ამაღლებაზე. უნივერსიტეტში არსებულ ძლიერ მათემატიკურ მიმართულებას მან ბევრი ღირსეული თაობა აღუზარდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა