შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ერთი წლის განმავლობაში უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული ქართველი პროფესორ-მასწავლებლები ლექციებს წაიკითხავენ. რსუ-ს პირველ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე პროფესორები ნინო ტაბატაძე და თამარ ჭყონია ეწვივნენ. ნეიროფიზიოლოგმა ნინო ტაბატაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: „მეხსიერება და მისი მოლეკულური საფუძველი“, ხოლო ბიოლოგმა თამარ ჭყონიამ - „დაბერება და მისი მექანიზმები“.
უკან |