„გერმანული დღეები“ უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა

სურათიგერმანიისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „გერმანული დღეები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის საქართველოში ორთვინ ჰენინგის ხელმძღვანელობით, რეგენისა და როსტოკის დელეგაცია ეწვია. შედგა პოპულარული გერმანული ფილმის „მშვიდობით, ლენინ!“ ჩვენება, DAAD-ის, გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საელჩოს სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია. დუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის პროფესორმა საბილე შონბორნიმ ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო გერმანელ მოგზაურთა ჩანაწერებში“, ხოლო ტურიზმის განვითარების აქტუალურ საკთხებზე, მრვალი მაგიდა გაიმართა. უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საერთაშორისო კორპორაციის (GIZ) ტურიზმის ექსპერტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის (დრეზდენი/ბერლინი) ევროპული ბიზნესკოლეჯის ლექტორს კურტ ჰაინც რაიცს რსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
კურტ ჰაინც რაიცი წლების განმავლობაში ნაყოფიერ საქმიანობას ეწევა ტურიზმის განათლების განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებაში, გერმანიაში ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირებასა და სტუდენტების სწავლებაში. ასევე, დიდია ტურიზმის ექსპერტის დამსახურება საქართველოში, კერძოდ აჭარაში ტურიზმის განათლების განვითარების საქმეში, მხარს უჭერს ინოვაციური პროექტების განვითარებას. ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი თანამშრომლობა შედეგიანი იქნება დასაქმების, ტურიზმის სწავლების და რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა