4 დეკემბერი 2012 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2392_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ევროკავშირის კუთხე გაიხსნა. პროექტი სახელწოდებით ”საქართველო ევროპაში” არასამთავრობო ორგანიზაციის ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” ორგანიზებით ხორციელდება, მისი მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ. ევროკავშირის კუთხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, თელავში, ფოთში და ახალციხეში გაიხსნა.