![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2400_1_s.jpg)
აკაკი ზოიძემ წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა მშობლიურ სოფელში, ბრილში, 1971 წლიდან აჭარის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, სადაც აჭარა-გურიისა და ფოთის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა მასწავლებლის საპატიო ფუნქცია დაეკისრა. იგი სამი ათეული წელი ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული დაოსტატების საქმეს, ნაყოფიერად საქმიანობდა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. 1976-1992 წლებში კითხულობდა ლექციებს პედაგოგიკაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბატონი აკაკი ზოიძე ამჟამად, მუშაობს ბათუმის სამედიცინო პედაგოგიურ კოლეჯში. იგი ნაყოფიერად საქმიანობს ჟურნალისტიკაში. არის შესანიშნავი წიგნების, მეცნიერული ნაშრომების, ნარკვევებისა და სტატიების ავტორი, დაჯილდოებულია მრავალი დიპლომით, ,,სახალხო განათლების წარჩინების“ სამკერდე ნიშნით, იაკობ გოგებაშვილის მედლით. მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული მასწავლებლის წოდება, ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემია.
უკან |