ღია კარის დღეები რეგიონებში

სურათი

ღია კარის დღეების ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგინება გაიმართა ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ფოთის, აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელებისათვის. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სერვისები, სტუდენტური ცხოვრება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სოციალური პროგრამები და რსუ-ს პარტნიორი უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების გაცვლითი პროგრამები გააცნეს. პროფესორ-მასწავლებლებმა აბიტურიენტებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და აქტუალურ კითხვებს უპასუხეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა