საგანმანათლებლო პროგრამების წარდგინება დამსაქმებლებთან

სურათიშოთა რუსთაველის დარბაზში აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტებისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა წარდგინებაზე მოწვეულ დამსაქმებელებს პროგრამების სტრუქტურა, დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები, მიზნები, დასაქმების სფეროები და შედეგები გააცნეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო სააგენტოს, ბუნების დაცვის სამმართველოს, სამშენებლო კომპანიების, სამედიცინო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსაქმებლებმა რჩევები საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში სპეციალური კითხვარის საშუალებით წარმოადგინეს, რაც მომავალში უშუალოდ სასწავლო პროცესზე აისახება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა