30 მარტი 2011 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2431_1_s.jpg)
ამიერკავკასიის სატრანსპორტო კომპანიის დამფუძნებელმა მაიკლ სონდერსმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ქალაქის სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა“. ექსპერტმა საკითხის აქტუალობაზე, მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ,,სატრანსპორტო სისტემის ორგანიზაცია და მენეჯმენტი“ განხორციელება.