რსუ-ს ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის კოლეჯის დელეგაცია ეწვია

სურათიეკო და აგრო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის კოლეჯის დელაგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები ხუთი დღის განმავლობაში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. ნორვეგიის სამთავრობო პროექტის ეგიდით უმაღლეს სასწავლებლებს შორის დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელება, ინოვაციებისა და სამეწარმეო სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავება და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება. ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტი რსუ-ს სტუდენტებს ასევე სთავაზობს ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას, რომლის განხორციელებაც მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა