6 მაისი 2011 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2446_1_s.jpg)
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ პროფესორ-მასწავლებლებს ავტორიზაციისა და თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. ასევე განიხილა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში სწავლის შედეგების ასახვის თავისებურებები და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.