აზერბაიჯანის დღე უნივერსიტეტში

სურათიაზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის დღე აღინიშნა. აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადების 88 წლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 20 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ქალაქ ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი გია აბულაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარი სურმანიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანის დღე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ გახსნა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ჰუსეინ ნაჯაფოვმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „აზერბაიჯანი: ისტორია და თანამედროვეობა“ და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

აზერბაიჯანის დღის ფარგლებში გაიხსნა ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. ასევე შედგა დოკუმენტური ფილმის „როცა ვსაუბრობთ აზერბაიჯანზე“ ჩვენება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბაზაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ „ჰეიდარ ალიევის წიგნადი ფონდი“ დაარსა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა