26 ივნისი 2011 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2489_1_s.jpg)
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა და ინტელექტუალური სამართლის ამერიკელმა ინსტრუქტორმა ტიმოთი ტრეინერმა რსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის სემინარი ჩაატარეს თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და დაცვის მექანიზმები“. ტრენინგი მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას. პროექტი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეებს „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს.