საერთაშორისო სამედიცინო სამიტი

სურათითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამედიცინო სამიტი. 150-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მედიკოსი სამი დღის განმავლობაში მოხსენებებს წარმოადგენს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამედიცინო განათლება, პარკინსონის მკურნალობა თავის ტვინის ღრმა სტიმულაციის ნეიროქირურგიული მეთოდებით, ალერგიული რინიტების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები, ინფექციური დაავადებების მართვა, დაავადებების სამედიცინო მექანიზმები. სამიტის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა ჩართვას სამედიცინო განათლების, მართვის და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა