დიაბეტის დღე აღინიშნა

სურათიგანათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა დიაბეტის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის წევრებმა კლინიკური თერაპიის დეპარტამენტის მხარდაჭერით უმაღლესი სასწავლებლის 100 პროფესორ-მასწავლებელს დიაბეტზე სკრინინგი ჩაუტარეს და ოთხი დაავადებული გამოავლინეს. აქციის ფარგლებში გაიმართა დიაბეტის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მომავალმა ექიმებმა მოხსენებები დაავადების სპეციფიკაზე, გამომწვევ მიზეზებზე, პრობლემებზე, მისი მართვისა და მკურნალების მეთოდებზე წარმოადგინეს. დიაბეტის დღე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ 1991 წელს დააარსეს. სტატისტიკური მონაცემებით, ამ სნეულებით 300 მილიონი ადამიანია დაავადებული.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა