ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების ახალგაზრდული კვირეული

სურათისასტუმრო ,,რედისონში“ ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების ახალგაზრდული ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება და მასში ჩართული არიან დამეგობრებული ქალაქების (იალტა, ვანაძორი, კუშადასი, ტერნოპოლი, მარბელა, ტრაპიზონი) ახალგაზრდები და ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფები. ფესტივალი ქალაქ ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ, რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ქალაქ ბათუმის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ და სიმფეროპოლის უნივერსიტეტის პრორექტორმა ვლადიმერ კაზარინმა გახსნეს. კვირეულში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების ახალგაზრდული კვირეული მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების გაცნობას, გამორჩეული სტუდენტების წარმოჩენას, სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერასა და კულტურული კავშირების გაღრმავებას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა