17 დეკემბერი 2010 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_2683_1_s.jpg)
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიული დეპარტამენტის, იურიდიული კლინიკისა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის ,,უნივერსიტეტის სადისკუსიო კლუბის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თემაზე: "კრიმინალური მენტალიტეტი". ახალგაზრდებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და ექსპერტებთან ერთად კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემაზე ფილმები: ,,დავსაჯოთ თუ შევიწყალოთ“ და ,,საპყრობილეები“ განიხილეს. სტუდენტებში იურიდიული ცნობიერების ამაღლების მიზნით მომავალში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების მოწყობაც იგეგმება.