აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის ორგანოების რიგით მეორე არჩევნები ჩატარდა. აკადემიური საბჭო 8 წევრისაგან დაკომპლექტდება, თითოეული ფაკულტეტიდან არჩეული იქნება 2 წარმომადგენელი. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში 21 წევრი შევა. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერესებს 7 აკადემიური პერსონალი და 5 სტუდენტი დაიცავს, აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტს - 1 აკადემიური პერსონალი და 1 სტუდენტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტს - 1 აკადემიური პერსონალი და 1 სტუდენტი, ხოლო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისას - 3 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი. აკადემიური საბჭოს არჩევნებში 11 კანდიდატი, ხოლო წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში 29 საარჩევნო სუბიქტი მონაწილეობდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა