ნეირომეცნიერთა ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია - „ნერვული სისტემის ფუნქცია და დისფუნქცია“

სურათითავის ტვინის კვლევის უახლეს მეთოდებსა და მიღწევებს მიეძღვნა ნეირომეცნიერთა ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნერვული სისტემის ფუნქცია და დისფუნქცია“. კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის მიზანია თავის ტვინის კვლევის უახლესი მეთოდებისა და მიღწევების გაცნობა. მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და უმაღლესი სასწავლებლების 40-მდე ცნობილი ნეირომეცნიერი ოთხი დღის განმავლობაში თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის მექანიზმების კვლევის შედეგებზე იმსჯელებს.

საერთაშორისო ფორუმში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოში აღიარებული ნეირომეცნიერები:
• ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თენგიზ გლოველი;
• ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დიტმარ შმიდტცი;
• ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ანდრიას დრაგუნი;
• ბერლინის ნეირომეცნიერების კვლევის ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი სტეფან სიგრისტი;
• გლაზგოს (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებისა და მოლეკულური ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირმე ვიდა;
• მაქს დელბრუკის (გერმანია) მოლეკულური მედიცინის ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი იოჰენ მაიერი;

კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა, დასკვნით სხდომაზე კი საუკეთესო მოხსენებები ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა