პროექტი "უნივერსიტეტი ფართო საზოგადოებისათვის"

სურათი

„ღია კარის დღეების“ ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით იწყებს ერთთვიანი პროექტის „უნივერსიტეტი ფართო საზოგადოებისათვის“ ორ ეტაპად განხორციელებას. 

I ეტაპი. უნივერსიტეტი სკოლებისათვის და აბიტურიენტებისთვის
უნივერსიტეტის წარდგენა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს:

- საგანმანათლებლო პროგრამების
- სერვისების
- უცხოეთთან ურთიერთობების
- სტუდენტური ცხოვრების
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარდგინებას
- საზაფხულო სკოლის - საერთაშორისო სემესტრის მომზადებას
სკოლებთან თანამშრომლობა
- მასწავლებელთა გადამზადებას
- სკოლებში საჯარო ლექციების წაკითხვას
- ბათუმის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის ტესტირებას
- საკვირაო სკოლის ანუ ე. წ. საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებას
- კულტურულ-შემოქმედებით და სპოტულ ღონისძიებებს

II ეტაპი. უნვერსიტეტი დამსაქმებლებისთვის:
- ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების განხორციელებას
- დამსაქმებელთა მოსაზრებებისა და წინადადებების განხილვას
- მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას
- გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხოციელებას
- მეცნიერების კომერციალიზაციას.

სხვადასხვა პროექტების მოზიდვის მიზნით უნივერსიტეტის რექტორატი ადმინისტრაციულ სამსახურებთან ერთად შეხვდება აჭარის ა.რ. მთავრობას, უმაღლესი საბჭოს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ქართველ და თურქ ბიზნესმენებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა