განცხადება

სურათი

ამა წლის   6 ივნისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობა ქ.ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას   (პოსტერით) შემდეგ მიმართულებებში:

1. მედიცინის;
2. სასოფლო, საინჟინრო ტექნოლოგიების;
3. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებები,
4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,
5. ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებები;

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უნივერსიტეტის  სტუდენტების (თითოეულ მიმართულებაში ორ-ორი სტუდენტის) მონაწილეობა  სტუდენტთა რესპუბლიკურ კონფერენციაში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამა წლის 15 მაისამდე. ასევე, 15 მაისამდე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეებმა, შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1. ფაკულტეტი, 2. სახელი და გვარი. 3. უნივერსიტეტის დასახელება. 4. თემის დასახელება საკონფერენციო თემატიკის მიმართულების გათვალისწინებით.
კონფერენციის მუშაობას შეაფასებს ჟიური. მონაწილეთათვის გაიცემა სერთიფიკატი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი.

საკონტაქტო პირი:  სულხან მახარაძე     

ტელ: (858)  09-09-70

ელ-ფოსტა: smaxaradze@mail.ru


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა