საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისათვის საჯარო ლექციების ციკლი წაიკითხა. ღვაწლმოსილმა პროფესორმა სამი დღის განმავლობაში ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: „ვეფხისტყაოსანი“ შუასაუკუნებრივი და რენესანსული აზროვნების კონტექსტში, „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია (ტრუბადურები, დანტე, პეტრარკა) და „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირის ეპოქაში და მისი თანამედროვე დრამატურგიის ლიტერატურული წყარო. ფილოლოგიის დოქტორის, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის კვლევის საგანია შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურა და ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები, რუსთველოლოგია და წყაროთმცოდნეობის დარგები. საჯარო ლექციები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში გაიმართა.
უკან |