ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ წარდგინება გაიმართა. პრეზენტაციაზე სტუდენტები პროექტში შეტანილ ცვლილებებსა და კონკურსში მონაწილეობის პირობებს გაეცნენ. „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ 2011 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარის სკოლებში არსებული მასწავლებლის ვაკანსიების შევსებას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ორ ეტაპიანი კონკურსი უნდა გაიარონ. ხელფასის გარდა, გამარჯვებული კონკურსანტები სამინისტროსგან დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
ვრცლად პროგრამის შესახებუკან |