უნივერსიტეტში წიგნის - „შეფასება სწავლებისათვის ინკლუზიურ სკოლებში“ პრეზენტაცია ჩატარდა. საუნივერსიტეტო სწავლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. ინკლუზიური განათლების ბრიტანელი ექსპერტების რიჩარდ როსისა და კნურ როარ ენგის ნაშრომის მიზანია სწავლების პროცესში შეფასების მნიშვნელობის, ახლებური მიდგომებისა და თანამედროვე ხედვის წარმოჩენა. წიგნი დახმარებას გაუწევს განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ინკლუზიური სწავლების პედაგოგებს.
უკან |