თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს შეხვდა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორიას, სასწავლო პროგრამებსა და საუნივერსიტეტოს ცხოვრებას გაეცნო. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. შეხვედრის დასასრულს, კონსულმა უნივერსიტეტის თურქოლოგიის კაბინეტი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა  დაათვალიერა. თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების სტუდენტებისათვის სემინარებს ჩაატარებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა