„აჭარის განათლების ფონდის“ უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების წარდგინება ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, რუსული ენები და კომპიუტერული ტექნოლოგიები 2011 წლიდან შეისწავლება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ფონდი მსურველებს აგრეთვე სთავაზობს TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსს. აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მინიმალური ასაკია 18 წელი.
უკან |