2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბსუ-ს სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი ჩატარდა ფუტსალში. ტურნირი ოლიმპიური სისტემითმიმდონარეობდა და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გუნდები „NIGGAS”-ი და „ტურიზმი“ დაუპირისპირდნენ. პირველობა ანგარიშით 5:3, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების სასარგებლოდ დასრულდა. ჩემპიონატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |