რომან ზოსიძე - 80

სურათი

ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის რომან ზოსიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა შოთა რუსთაველის დარბაზში. მკვლევარს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ემერიტუს პროფესორებმა: რევაზ ზოსიძემ, ბიჭიკო დიასამიძემ, სერგო დუმბაძემ, მწერალმა რამაზ სურმანიძემ, კოლეგებმა და მეგობრებმა. მეცნიერის კვლევის ინტერესებში შედის ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია, რელიგიათმცოდნეობა. ემერიტუს პროფესორი რომან ზოსიძე ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და სიგელებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა