სტუდენტური თეატრის სპექტაკლ „ნაფტალინის“ პრემიერა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის „დასის“ სპექტაკლ „ნაფტალინის“ პრემიერა შედგა. კომედიური ჟანრის სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა როინ დვალმა დადგა და მასში სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ. „ნაფტალინი“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური თეატრის რიგით მეხუთე ნაშრომია და მასზე ახალგაზრდა მსახიობები ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პრემიერის შემდეგ, „დასის“ წევრები თბილისის საერთაშორისო ფესტივალში - „ნიღაბი 2014“ მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა