დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის წარდგინება

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონსულტანტმა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ ბრაგაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი წარუდგინა. საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას, უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას და სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას. პროექტი ასევე ითვალისწინებს დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 1 დეკემბრიდან 21 დეკემბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 23 დეკემბერი, 18:00 საათი;
 დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა