საერთაშორისო ფესტივალის „ნიღაბი 2014“ ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლის ნომინაციაში ბსუ-ს თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა

სურათი

საერთაშორისო ფესტივალში - „ნიღაბი 2014“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თეატრმა „დასმა“ ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. ბათუმელი სტუდენტები მაყურებლის წინაშე რეჟისორ როინ დვალის მიერ დადგმული კომედიური ჟანრის სპექტაკლით - „ნაფტალინი“ წარსდგნენ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი ნინო გაბეჩავა დასახელდა. ფესტივალი „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა და მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალურ დასებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური თეატრებიც მონაწილეობდნენ. უნივერსიტეტი სტუდენტურ თეატრ „დასს“ ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა