ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის გაცვლითი საგრანტო პროგრამის „ერასმუს მუნდუსის“ პროექტების წარდგინება გაიმართა. არასამთავრობო საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის - „Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ISU“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის პირობები და საჭირო დოკუმენტაციის შედგენის წესები გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში „საქართველოში Erasmus+“ ოფისის მხარდაჭერით „ერასმუს მუნდუსის“ პროგრამების ცნობადობის კვლევა ჩატარდა.
უკან |