2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის საფლავი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და თანაკურსელებმა გვირგვინით შეამკეს.
უნივერსიტეტელებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს. V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 9 აგვისტოს დაიღუპა.
უკან |