ლიტვის მიკოლას რომეს უნივერსიტეტის დელეგაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევის სფეროში, სამართლის დოქტორი, ინგა ზალინიენი და იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორი აგნე ტვარონავიციენი ბსუ-ს რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს და უნივერსიტეტის დეკანებს შეხვდნენ. მხარეები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარდგინების შემდეგ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. დელეგაციის ვიზიტი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,სამართალი და პოლიტიკა“ ფარგლებში შედგა.
უკან |