საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა აგრობიოლოგიის დარგის სიახლეებსა და აქტუალურ საკითხებზე. მომხსენებელმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევარებს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები: „ბიოეთანოლი, როგორც ბიოსაწვავი“, „ცილის პროდუქტის წარმოება“ და „სიმინდის სპირტის წარმოება“ წარუდგინა. ლექცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა და აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |