საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში” გამართულ განათლების V საერთაშორისო გამოფენაში ტრადიციულად მიიღო მონაწილეობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ მერაბ დიასამიძემ, პრესსამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მანანა თავდგირიძემ, სტუდენტებმა: ქრისტინე თოფურიამ, გიგა ფარტენაძემ, დემიდ ფასიეშვილმა აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, 80-წლიანი ისტორია, სამეცნიერო პროექტები, სწავლების პირობები, სტუდენტური ცხოვრება, გაცვლითი და სოციალური პროგრამები გააცნეს.
უკან |