აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროგრამის პრიორიტეტები და მასში მონაწილეობის მიღების წესები გააცნეს. პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ სწავლას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, კვალიფიკაციის ამაღლებას, კონფერენციის ჩატარებას, საზაფხულო სკოლისა და საჯარო ლექციების მოწყობას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე
უკან |