უნივერსიტეტის რექტორობის 7 კანდიდატი 55-ე აუდიტორიაში სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო. ღონისძიება დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რექტორობის კანდიდატებმა: რამაზ ხალვაშმა, ირაკლი ბარამიძემ, მალხაზ ნაკაშიძემ, მანუჩარ ლორიამ, ბესიკ ბერიძემ, მარინა გიორგაძემ და როსტომ ბერიძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის - „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 8 კანდიდატმა გაიარა.
უკან |