ღია კარის დღეები - 2015

სურათი

ბათუმში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთში,  ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ფოთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კერძო და საჯარო სკოლების აბიტურიენტებისათვის უნივერსიტეტის წარდგინება გამართეს. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტში სწავლების პირობები, სერვისები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სტუდენტური ცხოვრება და პრიორიტეტები გააცნეს. მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის  შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბუკლეტები, საჩუქრები გადასცეს და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს. ღია კარის დღეები პროექტ ,,უნივერსიტეტი ფართო საზოგადოებისთვის“  ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა