საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანმა კენ უოლშმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ წარდგინება გამართეს. 30-მილიონიან პროექტს 2014 წლიდან ათასწლეულს გამოწვევის ფონდი საქართველოსა და ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ფარგლებში ახორციელებს და მიზნად ისახავს ამერიკული საბაკალავრო პროგრამების ამოქმედებას. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015-2016 სასწავლო წლიდან მსურველებს საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს ქიმიის, ბიოლოგიის, ელექტრონული ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიის, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან კომპიუტერული მეცნიერების, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით.
უკან |