„გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების“ თემაზე ჟურნალისტებმა, გენდერის ექსპერტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში საჯარო ლექცია და დისკუსია გამართეს. ღონისძიების მიზანი იყო პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა, სტუდენტების მოტივირება - ჩაერთონ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებასა და მონიტორინგში. შეეხვედრა ასევე ითვალისწინებდა ახალგაზრდა თაობის გენდერის საკითხებზე ინფორმირებას, გენდერული თანასწორობისა და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას.
შეხვედრა გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.
უკან |